სამართალი
დღეს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დაფარვის საქმეზე სასამართლო 4 გამომძიებელს დაკითხავს
დღეს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დაფარვის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე ოთხ გამომძიებელს მოუსმენენ, რომლებმაც ამ საქმის ფარგლებში სხვადასხვა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს.
ამ საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული, მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის მამა, თენგიზ კალანდია, რომელიც, ორ პირთან ერთად, პატიმრობაშია. მისი შვილი კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და მის მიმართ პატიმრობა არ არის გამოყენებული. ცოტა ხნის წინ მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ასევე, გირაოთია გათავისუფლებული მისი ძმა.
თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს. მასთან ერთად დაკავებული პირები კი ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე მ.კ-ის დაკითხვას ითხოვს, თუმცა როდის მოხდება ეს, პროკურორს არ დაუკონკრეტებია. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურა საქმის განხილვას აჭიანურებს.
„დღეს ოთხი მოწმეა წარმოდგენილი. არაერთი მოწმე მოგვყავს და პროცესის გაჭიანურებაზე პრეტენზია არ არის ლოგიკური. მ.კ. აუცილებლად დაიკითხება, თუმცა პროცესის ბოლო ეტაპზე. ამ ეტაპამდე კი დრო არის დარჩენილი“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ პროცესის დაწყების წინ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


