პოლიტიკა
დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები- შალვა ნათელაშვილი პრემიერის გადადგომაზე
„კრიზისი ღრმავდება... დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები. ხვალ გახდებიან კიდევ რაღაც სხვა ამბავდალეულები და ცუდად დაუმთავრდებათ საქმე“, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინსიტრი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას.
მისი შეფასებით, მთავრობის გადადგომა განაპირობა ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულმა მოსახლეობამ.
„კრიზისიდან ვერ გამოდიოდნენ და გადმოაგდო სატყუარა. ეს კრიზისი ოფიციალურად საპროტესტო მოძრაობის შედეგია. ისე კრიზისი კი იყო ადრევე, მაგრამ ამის აღიარება არ სურდათ და ხალხმა აიძულა, რომ ეთქვათ კი, ჩვენ ავად ვართ. მაგრამ ჩვენ პერსპექტიული ავადმყოფები ვართ, გადავრჩებით და გადაგარჩენთ, რაც მორიგი ტყუილია, იმ უფასო ფულის არ იყოს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, რაც ავტომატურად ნიშნავს მთელი მთავრობის გადადგომას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


