პოლიტიკა
დღეს გვიპასუხოს ოპოზიციამ, რა ცვლილებების შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო პროექტს - მამუკა მდინარაძე
მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებას. ვაშაძის თქმით, თუ ხელისუფლება კონსტიტუციის საკითხზე კონსესუსზე არ წავა, ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას მოახდენს.
მდინარაძის თქმით, პიკეტირება გამორიცხავს კონსტიტუციაზე კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას.
„პიკეტირება ნიშნავს პროცესის ჩაშლას, პროცესის ჩაშლა კი ნიშნავს, რომ მოქმედი კონსტიტუცია დარჩება ძალაში. ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, ნიშნავს, რომ მათ აწყობთ ერთ კაცზე მორგებული ავტოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც 2010 წელს იქნა მიღებული, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არ აქვთ არც ერთი კონსტიტუცია და არც მეორე წაკითხული, ან ყველაფერს ცდილობენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვნონ. ეს არის ხალხი, რომელთანაც ვერ მივაღწიეთ თუნდაც იმას, რომ პასუხი მიგვეღო კითხვაზე, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული კონსტიტუციის პროექტს“, - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
პარლამენტარის თქმით, ის ელოდება ოპოზიციის პასუხს, რა შემთხვევაში დაუჭერს ის მხარს საკონსტიტუციო პროექტს.
„კომისიის ფარგლებში ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი ექსპერტების შენიშვნების 70-80%- ზე მეტი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და არა მხოლოდ სიტყვით წავედით კონსესუსისაკენ. მათგან ველოდებით დღეს კონკრეტულ კითხვაზე პასუხს, რა ცვლილებების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ისინი ახალ პროექტს. ამით ისინი დააფიქსირებენ მზაობას კონსესუსისაკენ", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს მოძრაობამ „დაიცავი კონსტიტუცია“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. მოძრაობის წევრებმა მოუწოდეს მმართველ გუნდს, გაიწვიოს უკან საკონსტიტუციო პროექტი და კონსესუსის მისაღწევად მოლაპარაკებები დაიწყოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


