პოლიტიკა
დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებულ იყო სააკაშვილზე _ ნიკა მელია
ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის გასაოცარი იყო, რომ პარტიას გამოყოფილი ჯგუფმა დღეს დიდი დრო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა-გინებაში გამართა.
ამის შესახებ მელიამ პარტიის ცენტრალური ოფისთან განაცხადა, სადაც პარტიის მომხრეები იყვნენ შეკრებილი.
ნიკა მელიამ მომხრეებს მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც ჩანს, დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ამ ჯგუფს, რომელმაც დღეს დატოვა ნაციონალური მოძრაობა. რა ფორმით და როგორ, ამას დრო აჩვენებს. ვცემთ პატივს მათ აზრს, წამსვლელი წავიდა. უბრალოდ, ძალიან მოულოდენელი იყო და ძალიან გაკვირვებული ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი, ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს ნაციონალური მოძრაობის, პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვასა და გინებას. მეტიც, კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ მთელი თავიანთი დრო პირველივე ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს. ეს კი ნამდვილად ძალიან სამწუხაროა.
მაგრამ, ყველაზე მთავარი აქ არის, რომ ჩავარდა ივანიშვილის გეგმა,რომ ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულიყო და საუბარი საერთოდ ზედმეტია, რომ დაშლილიყო.
თქვენ ხედავთ ამ ბუნებრივ ემოციას, რომელიც ახლა აქ ხდება და არა იმ ხელოვნურ მიზანსცენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე საათის წინ ნაციონალური მოძრაობის ოფისში.
სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე. მე ძალიან მიჭირს ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ არის უბრალოდ პოლიტიკური გაერთიანება და პარტია. ამიტომ თავს შევიკავებდი ბევრი რამისგან. ვინაიდან ბევრი რამე ხელის გულზე დევს და საზოგადოება ხედავს.
ნაციონალური მოძრაობიდან წასულა ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკოსთა ჯგუფი წასულა, მათ შორის უფრო მძიმეწონოსანი პოლიტიკოსები, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა კი არ დასუსტებულა, პირიქით, გაძლიერებულა, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა არ არის პერსონების მოძრაობა.
დღეს, ასევე დამთავრდა ნაციონალურ მოძრაობაში კარჩაკეტილობა, დამთავრდა ქედმაღლობა, დამთავრდა ნეპოტიზმი, დამთავრდა უგულებელყოფა საკუთარი ამომრჩევლებისა და 20 იანვრიდან იწყება განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალი გზა“,-განაცხადა მელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


