სამართალი
დღეს გამოკითხული არასრულწლოვნებისთვის გამოძიებას ის კითხვები არ დაუსვამთ, რომლის დასმაც აუცილებელი იყო - სერგო რატიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოძიებას ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი გამოკითხულიც არ იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა.
“გრძელდება არასრულწლოვნების გამოკითხვა. ფაქტობრივად, ბოლოსკენ ვართ გასული. ზოგადად, გუშინაც ვთქვით, რომ არის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც ოპერატიულ რეჟიმში ჩვენ შს სამინისტროს ვაწვდით და მოგეხსენებათ ისიც, რომ შს სამინისტროს და გამოძიებას ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი დაკითხულიც არ იყო“, - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია შს სამინისტროს ინფორმაციას აწვდის და სთხოვს, რომ დროული რეაგირება იქონიონ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


