პოლიტიკა
დღეს გამიზნულად უარს ვამბობთ დისკუსიაზე ხანძართან დაკავშირებით, ამის დრო აუცილებლად მოვა - ელენე ხოშტარია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტია უარს ამბობს ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ლაპარაკზე სპეცოპერაციის დასრულებამდე. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე თქვა.
„დიდი მადლობა იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც სტიქიის დროს გვეხმარებიან. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში დაგროვილია გარკვეული კითხვები მიზეზებზე, თავად რეაგირების მექანიზმებზე, მაგრამ ჩვენ დღეს გამიზნულად უარს ვამბობთ, რომ აქ ამაზე მოვაწყოთ დღეს დისკუსია და დავსვათ კითხვები. ამის დრო აუცილებლად მერე მოვა. ამიტომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ბრძანებას“, - თქვა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (116 ხმით) მხარი დაუჭირა პრეზიდენტის აქტს ბორჯომის ხეობაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ეს საკითხი განიხილებოდა. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ მიმართა.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია და დარჩენილია რამდენიმე კერა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


