პოლიტიკა
დღეს „ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ვუპასუხებთ - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართელო“ დღეს პრეზენტაციას გამართავს.
როგორც პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი პარტიის სრული სახელწოდება, ასევე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება პარტიის პოლიტიკური გეგმები, მისი სტრუქტურა, სად იბრძოლებს პარტია თვითმართველობის არჩევნებში და სხვა საკითხებზე.
პრეზენტაცია 15:00-თვის არის ჩანიშნული, თუმცა იქამდე, ლიდერები საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ხვდებიან.
„საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი თუ როგორი იქნება ჩვენი ახალი პოლიტიკური მოძრაობის გეგმები, რას ვაპირებთ, როგორი იქნება პარტია სტრუქტურირებული, რა იქნება მისი კონკრეტული სახელი და სად იბრძოლებს თვითმმართველობის არჩევნებში. დღეს გვექნება პრეზენტაცია სადაც სამუშაო წესით, საზოგადოებას პასუხს ყველა ამ კითხვაზე გავცემთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც იბრძოლებს საქართველოში უკეთესი მომავლისთვის, რომელსაც აქვს იმის პერსპექტივა, რომ გახდეს მთავარი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში და რომელსაც აქვს იმის პერსპექტივა, რომ შეთავაზოს ხალხს ის რაც ყველაზე მეტად აკლია - უკეთესი ცხოვრების ალტერნატივა“,-აღნიშნა ბაქრაძემ.
როგორც პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, პარტია პარლამენტში კიდევ ერთ ფრაქციას, რეგიონების ფრაქციას შექმნის.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


