პოლიტიკა
დღეს „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო პროექტზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით150 000-ს ხელმოწერას ჩააბარებს კანცელარიაში - დავით ბაქრაძე (ვიდეო)
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია დღეს მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნით 150 000 ხელმოწერა შეგროვდა.
„როგორც იცით, ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის მოთხოვნით. დღეს წარმოგიდგენთ მხოლოდ შეგროვილი ხელმოწერების ნაწილს და მინდა გითხრათ, რომ 150 000-მდე ხელმოწერა მოაგროვა „ევროპულმა საქართველომ“ ამ ძალიან შეზღუდულ დროში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსახლეობას, ხალხს სურს, რომ მას დავეკითხოთ აზრი და ამ ქვეყნის კონსტიტუცია, პოლიტიკური სისტემა იყოს ისეთი, როგორც ამას გადაწყვეტს ხალხი.
როცა პოლიტიკური პარტიები ვერ თანხმდებიან, უნდა კეთილი ინებონ და აზრი ჰკითხონ ხალხს. ხალხის აზრი არის პლებისციტი, ჩვენ შევაგროვეთ 150 000-მდე ხელმოწერა ამ მოთხოვნით და დღეს ჩვენი პარტიის წარმომადგენლები კანცელარიაში მიიტანენ და ჩააბარებენ 150 000-ს ხელმოწერას პლებისციტის მოთხოვნით“, - განაცხადა ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუშინდელმა შეკრებამ დაადასტურა, რომ თვითონ ფრაქციის შიგნით ვერ თანხმდებიან საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რის გამოც სიტუაცია პოლიტიკურ ჩიხამდე მივიდა.
„გუშინ უმრავლესობაში ჩატარებულმა კონსულტაციებმა და ამ კონსულტრაციების შედეგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არ არსებობს კონსესუსი არა მხოლოდ განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის , არამედ უმრავლესობის შიგნითაც კი. შედეგად მივიღეთ შეთანხმება უმრავლესობაში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი - პროპორციულ საარჩევნო სიებზე გადასვლა გადატანილი იქნება 2024 წლისთვის, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით შექმნილია ჩიხი. ჩიხს ვეძახი მდგომარეობას, როდესაც არ არსებობს არანაირი კონსესუსი და შეთანხმების პერსპექტივა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის“, - თქვა ბაქრაძემ.
ბაქრაძის შეფასებით, ახალი საკონსტიტუციო პროექტი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რადგან დოკუმენტი მხოლოდ ერთი პარტიის მიერ იქნება დამტკიცებული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


