პოლიტიკა
დღეს დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი
დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.
დოკუმენტი 2019 წელს შეერთებული შტატების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 716 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი კანონს, ნიუ-იორკში ფორტ დრამის ბაზაზე მოაწერს ხელს.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი სენატმა აგვისტოს დასაწყისში დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაზე. ასევე ის საქართველოსა და უკრაინის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.
დოკუმენტში საუბარია თავდაცვით ლეტალურ დახმარებაზე, „რაც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მზადყოფნისა გაძლიერებისკენ. ასევე საქართველოს ძალების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაუმჯობესებისკენ“.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა ჩაერთონ შავ ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში. კიდევ ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა დაადასტუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულება და მათ შორის საქართველოს ალიანსში სამომავლო წევრობის მხარდაჭერა.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აშშ უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს. ამ თანხიდან 50 მილიონი დოლარი ლეტალურ იარაღზეა გათვლილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


