უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აგვისტო, 2019 10:55
font-size

დღეს დიდგორობაა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება დატვირთული იქნება მასობრივი სანახაობებით. დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

„სპეციალურ სივრცეებში მოეწყობა ქართული რეწვის და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოჩინდება ტრადიციული სამოსი, ორნამენტები, კულინარია. დღესასწაულის ფორმირება მოხდება დროსთან მიმართებაში. სცენაზე გაცოცხლდება აღმაშენებლის ეპოქა და თანამედროვე ეპოქასთან მისი შერწყმა მოხდება როგორც შემორჩენილი ტრადიციების გათამაშებით, ასევე უკვე მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით. გაიმართება საბრძოლო ხელოვნების ნიმუშის წარმოდგენა, ასევე, საჭიდაო საჩვენებელი შეჯიბრებები: დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი. საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ - ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები, ასევე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელმწიფო და სახალხო ფოლკლორული ანსამბლები.

დიდგორის ბრძოლას, ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. 1121 წელს, დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო განთავისუფლება - გაერთიანებას და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან, საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ა.შ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი