სამართალი
დღეს დაიკითხება მოწმე, რომელმაც ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე ჩაატარა.
დღეს ტერორიზმში ბრალდებული 6 პირის საქმეზე 4 ექსპერტი დაიკითხება, მათ შორის ის მოწმე, რომელმაც ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე ჩაატარა.
პროკურატურის განმარტებით, ხელყუმბარა საბრძოლო ვითარებაში იყო მოყვანილი, რასაც არ ეთანხმება დაცვის მხარე.
მაჩალიკაშვილის ინტერესების უფლებადამცველის თქმით, ექსპერტთან შეკითხვები ექნება, მათ შორის კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ დაადგინა ექსპერტიზამ თემირლან მაჩალიკაშვილის ანაბეჭდების არსებობა ხელყუმბარაზე.
ექსპერტიზის მიხედვით, ხელყუმბარაზე ანაბეჭდები აღმოჩნდა, თუმცა ნიმუში არ იყო საკმარისი იმისთვის, დადგენილიყო ვის ეკუთვნოდა ანაბეჭდი, რაც კატეგორიულად არ გამორიცხავს, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩენილი ნიმუში მაჩალიკაშვილს ან სხვა ნებისმიერ პირს ეკუთვნოდა.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის 10 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


