პოლიტიკა
დღეს ჩვენი მთავრობა იყო მომზადებული, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფის უსაფრთხოებაზე ეზრუნა - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა მზად იყო, 17 მაისს სხვადასხვა ჯგუფის უსაფრთხოებაზე ეზრუნა.
„სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს, იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაირღვა, რადგან სახელმწიფომ მაშინ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემისა და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული, მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფის, თუ ამის საჭიროება გახდებოდა, უსაფრთხოებაზე ეზრუნა. შემდეგ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ყველა ხედავს რომ დღეს თბილისის ქუჩებში არის საპოლიციო მზაობა. მსვლელობა, რომელიც მიმდინარეობდა მის პარალელურად სხვა ჯგუფიც რომ გამოსულიყო, ყველაფერი იქნებოდა მაქსიმალურად მოწესრიგებული. ამ პოლიტიკას ჩვენ გავაგრძელებთ“, – თქვა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეისთვის, 19 საათზე კანცელარიასთან დაგეგმილი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია ლგბტ-აქტივისტებმა გააუქმეს. „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელთა განმარტებით, მათ ეს ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გადადგეს.
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია „ქართულმა მარშმაც“ გააუქმა და ეს ლგბტ-აქტივისტების გადაწყვეტილებით ახსნა.
17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 2014 წლიდან, ამ დღის პარალელურად საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


