პოლიტიკა
დღეს ჩვენ უნდა დავასრულოთ არა ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში - გიგა ბოკერია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არ უნდა იყოს დაშვებული, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები ქვეყნის უსაფრთხოებასა და მომავალს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ პარლამენტარმა ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტური მმართველობა საქართველოში.
„მოლოდინი მაქვს, რომ დღეს უნდა იყოს მაღალი აქტიურობა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს არ წყდება იმის ბედი, ვინ გახდება უბრალოდ პრეზიდენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს ჩვენ უნდა დავასრულოთ არა ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში. დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთოებასა და მომავალს.
დღეს არ უნდა დავუშვათ ის, რომ ასე ცინიკურად, უტიფრად შეეძლოს ამ ერთ კაცს, ოლიგარქ ივანიშვილს და მის გუნდს იმის თქმა, როგორც ჩვენ გვინდა ისე იქნება ხალხისა და მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ.
ეს არის დასაწყისი, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა ამ ყველაფრის დასრულებას", - განაცხადა ბოკერიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


