პოლიტიკა
დღეს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი იწყება
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.
ამასთან, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი.
ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება.
სამმხრივ შეხვედრაზე პირველი მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვა. გენერალური მდივნის შემდეგ, მედიისთვის შეხვედრა დაიხურება. შეხვედრაზე განხილულ თემებსა და შედეგებზე ინფორმაციას ნატო-ს გენერალური მდივანი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე მიაწვდის.
12 ივლისს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრამდე, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი განცხადებები.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიიღებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


