უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მარტი, 2020 12:00
font-size

დღეს არსებულ ვითარებაში, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს, ხორცისა და თევზის იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების პირობებში, მოსახლეობის სურსათით შეუფერხებელი უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გარდა, ყველა სხვა სახის პროდუქტის საკმარისი მარაგებიც არსებობდეს და მოსახლეობას მისი შეძენა შეუფერხებლად შეეძლოს.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეექმნას. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვში ჩართულ ყველა რგოლთან, რათა არ იყოს შეფერხებები, უწყვეტად ხდებოდეს პროდუქციის მიწოდება. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მთელ მსოფლიოში შექმნილმა საგანგებო ვითარებამ შექმნა. ეს უკავშირდება როგორც საბაჟო პროცედურებს, ასევე ჰიგიენურ და ვეტერინარულ საკითხებს. დღეს არსებულ ვითარებაში, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამაცივრე მეურნეობებში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგები არსებობს. ამასთან, შეუფერხებლად მიმდინარეობს ტვირთების შემოტანა და მარაგების შევსება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი