პოლიტიკა
დღეისთვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს - სუს-ი
დღეისთვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელებას, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია.
,,მსოფლიოში უსაფრთხოების გარემოს სწრაფი ცვალებადობის, საერთაშორისო ტერორიზმისა და რადიკალიზაციის, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის გააქტიურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, იზრდება საერთაშორისო მოვლენების გავლენა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე.
დღეისათვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელებას და ა.შ.
სამსახური მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის, საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმიანობისას ხელმძღვანელობს კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, საქმიანობის ღია და ფარული ფორმების ერთობლიობის, თანაზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა მიმართულია შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, პრევენციასა და აღკვეთაზე, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.
საანგარიშო პერიოდში სამსახური დიდ ყურადღებას უთმობდა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის გაუმჯობესებას, ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზებას, შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


