უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ივლისი, 2025 19:07
font-size

დგებუაძე სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ, მცემდა - ის მაგინებდა, ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა - მზია ამაღლობელი

ბესელიას და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს, ვერ აღვიქვი, ვინ იყო ეს ადამიანი… დგებუაძე მაგინებდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი… ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან , - ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე წლის 11 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს.

მზია ამაღლობელის ჩვენების მიხედვით, ირაკლი დგებუაძე სამართალდამცავებს რომ არ შეეჩერებინათ, ის მას სცემდა.

„ეთერ თურაძესთან მივედი, მინდოდა მარტო არ ყოფილიყო. მეც ვცდილობდი და თანამშრომლებსაც ვეუბნებოდი, პოლიციელებთან დისტანცირდით-მეთქი. პოლიციელების გარემოცვაში რომ ვიყავი, გადამიარეს. როცა დაკავებულებზე ვეკითხებოდი, პოლიციელები აგრესიულად მპასუხობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ვისაც უნდოდათ, იმას დააკავებდნენ, ბრაზის და უმწეობის ზღვარი მქონდა. სილის გაწვნის ფაქტი, საპატიმროში ვიდეო კადრი როცა ვნახე, მაშინ აღვიქვი. რადგანაც ეს ფაქტი მოხდა, ესე გი გარდაუვალი იყო, სხვანაირად არ შემეძლო მომხდარიყო. ეს არ იყო დაგეგმილი ქცევა, ეს იყო იმპულსური რეაქცია....

არ ვიცი, ე.წ დაზარალებულ დგებუაძეს რაში დაჭირდა ჩვენებაში ჩაეწერა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, მე ბესელიას და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს ვერ აღვიქვი ვინ იყო ეს ადამიანი. ძალიან სწრაფად მივყვადი, მესმოდა გინების ხმა - ვბრაზობ ხოლმე, აი ბრაზი მახრჩობს.

დგებუაძემ მკითხა, როგორ დამარტყიო, თავზე მედგა, ვცდილობდი, არ შემეხედა დაკითხვის ოთახში, უსასრულოდ იგინებოდა, მოიწევდა ჩემსკენ. შემიძლია მოსამარლეს ციხიდან გამოვუგზავნო ის სიტყყვები წერილობით, თუ როგორ მაგინებდა დგებუაძე, ამის გახსენება ძალიან მძიმეა ჩემთვის. ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და გაოგნებული ვიყავი, რომ მოიწევდა [ჩემსკენ], გაიყვანეს და ვიკითხე, ვინ იყო ეს ადამიანი-მეთქი. ირაკლი დგებუაძე იყოო, მითხრეს, სახელი, გვარი მეცნო. რა პოზიციაზე არის-მეთქი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო. ოთახში სხვებიც შემოდიოდნენ, დგებუაძე რომ გაეყვანათ, ის მოიწევდა ჩემსკენ. ჩვენება იმ ხალხს, ვინც ამას ისმენდა, არ მიუცია. ირაკლი დგებუაძე ჩემსკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა რომ უნდა დაერტყა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა. დგებუაძე მაგინებდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი…ისე ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან”, - განაცხადა ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელის განცხადებით, ირაკლი დგებუაძისთვის ხელის გარტყმა მისი მხრიდან იმპულსური რეაქცია ჰქონდა.

“პირი ისე მომექცა შენობაში, ჰარმონიულად ვიქნებოდი საკუთარ თავთან თუ სიტყვიერად გავცემდი პასუხს, მაგრამ ის, რაც მოხდა - ფურთხება, გინება და რასაც ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან, იმდენად მძიმე იყო ჩემთვის, უბრალოდ არ მომინდება ამაზე ლაპარაკი.

შური ხომ არ ვიძიე ირაკლი დგებუაძეზე? ეს იყო იმპულსური რეაქცია. ირაკლი დგებუაძეს მაშინ შევხედე, როდესაც შემაფურთხა, მაშინ აღვიქვი ირაკლი დგებუაძე”, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ასევე, მზია ამაღლობელმა სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე საუბრისას თქვა, რომ მან იცოდა, რომ სტიკერის გაკვრა არ ითვალისწინებს დაკავებას და ამიტომ პოლიციელის მხრიდან უკანონო ქმედების მოლოდინი არ ჰქონია.

“სამმართველოსთან სტიკერი გავაკარი პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად, დაკავებული ადამიანების სოლიდარობის ნიშნად. იმ სტიკერზე იყო საინფორმაციო შინაარსი, რას უწუნებთ პროკურორო?!

ვიცოდი, რომ სტიკერის გაკვრა არ არის უკანონობა და პოლიცია უკანონობას რომ ჩაიდენდა, საიდან უნდა მცოდნოდა? სახალხო დამცველის წარმომადგენელი დგებუაძის შემოვარდნის შემდეგ შემოვიდა და არადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით მკითხა, მე ორ ეპოზიდზე გავამახვილე ყურადღება, იმდენად ცუდად გავხდი, სახალხო დამცველის წარმომადგენელთანაც კუმუნიკაცია მწირი მქონდა”,- აღნიშნა მზია ამაღლობელმა.

ამასთან, სილის გაწვნის ეპიზოდზე მას პროკურორმა ჰკითხა: “რა იყო თქვენი მიზანი, ამ შემთხვევაში როდესაც ამ ქმედებას ახორციელებდით? “, რაზეც მზია ამაღლობელმა უპასუხა:

“ბატონო პროკურორო, უმწეობის ბრალი იყო, არ ვიცი, ვერაფერს დავამატებ”.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი