პოლიტიკა
„დგება ხალხის გაზაფხული“ - თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება. აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან.
21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს.
„31 მარტი არის ქართველი ხალხის გამოღვიძების დღე, როდესაც, 1991 წელს, საქართველოს მოქალაქეთა 99.08%-მა "დიახ" უთხრა დამოუკიდებლობის აღდგენას და რუსული ბატონობის დასრულებას. და ჩვენს ქუჩაზეც მოდის გაზაფხული. ახალი სიცოცხლით, ახალი ძალებით მოდის ხალხის გაზაფხული”, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა თბილისში დაგეგმილია, რამდენიმე საპროტესტო მარში.
კერძოდ, 19:00 საათზე, სტუდენტები შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლოზუნგით: „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.
19:00 საათზე რეფერენდუმისადმი მიძღვნილი მარში დაგეგმილია რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით.
19:00 საათზე, რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“
„ვუერთდებით საპროტესტო აქციას რუსთაველზე, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვუთხრათ არა ტირანიას და კი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას!”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


