პოლიტიკა
დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, მაგრამ, რაკი ეს კანონდარღვევაა, მას გაუუქმდა აკრედიტაცია - ცესკო
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკომ მხედველობაში მიიღო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან“ მიღებული ინფორმაცია, რომ დეპუტატი შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად იმყოფებოდა და იმის გამო, რომ ეს ფაქტი კანონდარღვევას წარმოადგენს, აკრედიტაცია გაუუქმა.
„ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება გარკვეული პროცედურული ხარვეზები.
მაგალითისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევას, მას გაუუქმდა აკრედიტაცია“, - აღნიშნა მიქელაძემ.
მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაციებზეც ისაუბრა.
„ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფოტოსურათიანი სია არასდროს არ ყოფილა ჩატვირთული უბანზე არსებულ პლანშეტებში. პლანშეტების მეხსიერება არ იძლევა ამის შესაძლებლობას.
ინფორმაცია გლდანში #68 საარჩევნო უბანზე, რომ თითქოსდა კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ და საარჩევნო ყუთი დატოვებული იყო, არ შეესაბამება სიმართლეს.
ხულოს #1 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთით ხმის მიცემისას ამომრჩეველი არ იმყოფებოდა სახლში. ის საავადმყოფოში იმყოფებოდა და მის ნაცვლად ხმა მისცა მისმა მეუღლემ. ვინაიდან დაირღვა ხმის მიცემის პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს ამ საარჩევნო ყუთის ბათილობის შესახებ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმა ამომრჩეველმა ვაკის #2 და #14 საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს ყალბი პირადობის მოწმობებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და ერთ შემთხვევაში მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადობის მოწმობა, უბრალოდ ეს პირადობის მოწმობა იყო დიდი ხნის წინ აღებული. ხოლო მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი - პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა, თუმცა პირადობის მოწმობების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
დიდუბის #11 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა უბანზე ყოფნის უფლებოსილების მქონე პირი. იგი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის "ერთსულივნება საზოგადოების უფლებებისთვის" წევრი. აღნიშნული პირი საარჩევნო უბნის შესასვლელთან ახორციელებდა ამომრჩეველთა მონაცემების ჩაწერას და დამუშავებას. საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო შესაბამისი ზომები და აღნიშნულმა პირმა დატოვა უბანი,"- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


