პოლიტიკა
დეპუტატებს სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად „ოჯახური მდგომარეობის“ მითითება აღარ შეეძლებათ
პარლამენტის წევრებს პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად „ოჯახური მდგომარეობის“ მითითება აღარ შეეძლებათ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, თითქმის მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალში „ოჯახური მდგომარეობა“ აღარ იქნება.
„როგორც მოგეხსენებათ, ოჯახური მდგომარეობის მოტივით სხდომაზე არდასწრება ერთ-ერთ საპატიო მიზეზად ითვლება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ისეთი შემთხვევები მრავლად იყო, როცა ამ მიზეზით პარლამენტის ესა თუ ის წევრი სხდომებს არ ესწრება. ბუნებრივია, ასეთ დროს, გაცდენების ზედმეტი სიმრავლე კითხვებს აჩენს, ხომ არ ხდება ამ უფლებით მანიპულირება?! საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის თვალსაზრისით, ცალკეულ დეპუტატებთან მიმართებაში კითხვები ჩნდება. მიკერძოებაში თუ არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლებს ეხებათ“, – აცხადებს დეპუტატი პირველ არხთან საუბარში.
გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ რეგლამენტიდან მსგავსი ჩანაწერის ამოღება შედეგს გამოიღებს, თუმცა ამასთანავე კანონმდებელი ამბობს, რომ როცა დეპუტატი სხდომებს არ ესწრება და საპარლამენტო საქმიანობაში სათანადო მონაწილეობას არ იღებს, ეს მისი პირადი პრობლემა და პასუხისმგებლობის საკითხია უშუალოდ ამომრჩევლის წინაშე.
„დეპუტატის სხდომებზე დასწრება და მისი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა სავალდებულო რაიმე რეგულაციებით კი არ უნდა იყოს, არამედ პარლამენტის წევრს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში სათანადო მონაწილეობას ყოველგვარი სანქციების და რეგულაციების გარეშე იღებდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ცვლილებებმა დასწრების სურათი შეცვალოს, მაგრამ პარლამენტის წევრი იმ პასუხისმგებლობას შინაგანად უნდა გრძნობდეს, რაც მოსახლეობისა და მისი ამომრჩევლის წინაშე გააჩნია“, – აღნიშნა კახიანმა.
რეგლამენტის მოქმედი რეგულაციებით, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება ითვლება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


