უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2017 16:20
font-size

დეპუტატებმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს

საკრებულოში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კულტურულ და გარემოსდაცვით პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა კულტურისა და განათლების მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში წარმოდგენილია პროგრამა „შემოქმედებითი თბილისი“, რომელიც თბილისის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევას გულისხმობს.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ეკოლოგიური მიმართულებით კი მომავალი წლის ბიუჯეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებია გათვალისწინებული, მათ შორის სარწყავი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, ახალი სკვერების გაშენება და საბავშვო ატრაქციონების შესყიდვა. ამასთანავე, დაგეგმილია თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მე-3 უჯრედის მშენებლობისთვის 6 მლნ ლარის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პოლიგონის წყალგამწმენდი დანადგარის შესაძენად 2 მლნ ლარის დახარჯვა.

დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომისიების გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი