უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მაისი, 2025 13:32
font-size

დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების გამოყენება უკანონო და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო - საიას ანგარიში

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რამდენიმე ღამის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონსტრაციების დასარბევად „ქართული ოცნება” აქტიურად ქიმიურ საშუალებებს იყენებდა, მათ შორის ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლში შერეულ ქიმიურ გამაღიზიანებლებს.

როგორც საია-ში განმარტავენ, დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ამასთან, არასამთავრო ორგანიზაციის თქმით, მათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შეკითხვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა მათ პასუხი უწყებიდან არ მიუღიათ. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროც არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ.

„ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია. ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებულებს მომდევნო თვეების განმავლობაში ინტენსიური მკურნალობის ჩატარება დასჭირდათ, ხოლო ქიმიური საშუალებების ზემოქმედებით გამოწვეულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იმოქმედა მათი ყოველდღიური ცხოვრების დონესა და პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობაზე. სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქიმიური საშუალებების ექსპოზიციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

აქციის მონაწილეები, რომლებსაც წარსულშიც გამოუცდიათ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედება აქციების დაშლის პერიოდში, აღნიშნავენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებული ცრემლსადენი გაზი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ინტენსივობის ტკივილსა და სიმპტომებს იწვევდა, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულის აქციების პერიოდში.

დღემდე უცნობია რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აღნიშნულის შესახებ 2025 წლის 28 იანვარს შეკითხვით მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობი არის, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ. საია-მ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, რომელმაც 19 თებერვალს გვიპასუხა, რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, „საჭიროების არარსებობის გამო”, - აცხადებენ საია-ში.

როგორც საია-ში ამბობენ, წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა პრობლემური და საფრთხის შემცველი პრაქტიკაა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნის.

„ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს, მათი გამოყენების მეთოდები და პრაქტიკა იყო ცალსახად უკანონო და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას, ხშირად, აქციის მონაწილეებს არ ეძლეოდათ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიზეზები იყო ძლიერი დაკვამლიანება, ცრემლსადენი გაზის ინტენსიური გამოყენებით გამოწვეული დეზორიენტაცია, გასასვლელების ბლოკირება პოლიციის მიერ ან ხალხის რაოდენობის გამო. საპოლიციო ძალები ხშირად ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილას, რაც აკრძალული პრაქტიკაა. ასევე, მოულოდნელად, მჭიდროდ მდგარი ხალხის მასებში, რაც ჭყლეტის საშიშროებას ქმნიდა. ადგილი ჰქონდა გაზის კაფსულების დამიზნებით სროლას და შენობის სახურავებიდან ჩამოგდებას, რაც, ასევე მძიმე დაზიანების მიღების მაღალ რისკს ქმნის.

საპოლიციო ძალები ასევე იყენებდნენ წყლის ჭავლში შერეულ უცნობ ქიმიურ გამაღიზიანებლებს. წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა პრობლემური და საფრთხის შემცველი პრაქტიკა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნის. იგი არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება. ამის გამო, “ამნესთი ინთერნეიშენალის” სახელმძღვანელო სახელმწიფოებს აღნიშნული პრაქტიკის აკრძალვისკენ მოუწოდებს. წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც. აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეთა ნაწილი, რომლებსაც ქიმიკატებიანი წყლის ჭავლი პირდაპირ არ მოხვედრიათ, იხსენებენ, რომ წყლის ჭავლის გაშვებას ძლიერი სუნი ახლდა თან, რაც წყალთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც იგრძნობოდა, ხოლო მასთან მცირედი შეხებაც ძლიერი წვისა და ქავილის შეგრძნებას იწვევდა.

ცალსახაა, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენება უკანონოდ ხდებოდა და, რიგ შემთხვევებში, უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას. მიუხედავად ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა, არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად მსგავს უკანონო და საფრთხის შემცველ მეთოდებს მიმართავდა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას“, - აცხადებენ საია-ში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი