პოლიტიკა
დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები დაარღვია - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების განვითარების უჩვეულო პერიოდის მომსწრენი გავხდით, როდესაც უცხოურმა დახმარებამ უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო თანამშრომლობაზე. სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ ზიანი მიაყენა როგორც შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში გამართული გენერალური დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა.
„მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის ყველაზე ძლიერი საყრდენია ნორმების, მოსაზრებებისა და არგუმენტების მრავალფეროვნება, ელიენოკრატიამ, ანუ უცხოურმა მმართველობამ იდეოლოგიურ დონეზე შეზღუდა ეს მრავალფეროვნება და უპირატესობა მიანიჭა საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც უცხოელების მიერ თავსმოხვეულ დღის წესრიგს და იდეოლოგიას იზიარებენ. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ცხოვრების წესია და არა – იდეოლოგია. დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავსმოხვევა დემოკრატიის არსს ეწინააღმდეგება. ხალხის მმართველობის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


