პოლიტიკა
დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატურა არ გვეყოლება - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უმჯობესია, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიული პირი არ დააყენოს.
დეპუტატის თქმით, გუნდში ჯერ ამაზე არ ჩამოყალიბებულან და ეს მისი პირადი აზრია.
„ქართული ოცნებას“ ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს უმრავლესობა ადგილობრივ თვითმმართველობებში, შესაბამისად, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ წმინდა დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატურა არ გვეყოლება. ვერ გავაკეთებთ იმას, რომ საერთოდ არ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უკეთესი იქნება თუ უშუალოდ ჩვენი წრეებიდან არ ავარჩევთ კანდიდატს“, – განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, იქნება თუ არა ეს კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს და გააჩნია, სხვა კანდიდატები ვინ იქნებიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


