პოლიტიკა
დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურაა, როცა შეიძლება, მმართველმა პარტიამ დათმოს საპრეზიდენტო თანამდებობა და სხვა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი - ეკა ბესელია
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმდჯომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა საინტერესო პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.
„ეს არის თამამი და გაბედული პოზიცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩიო არა შენი პარტიული კუთვნილებით, არამედ გაცილებით უფრო ფართო ხედვითა და დემოკრატიისთვის სასარგებლო შედეგების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება. მმართველი პარტიისთვის ის, რომ შეიძლება, დათმოს საპრეზიდენტო თანამდებობა და სხვა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ეს დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურაა“, -აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე განცხადებით, არასერიოზულია თქმა, რომ „მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ იპოვის“.
„დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა არის სახელმწიფოებრივი და არა ვიწროპარტიული აზროვნება. მე ამას დავარქმევდი გაბედულ, თამამ ხედვას და მივესალმები. ჩვენ ბევრი ღირსეული კანდიდატი შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარ გუნდში, მაგრამ ვიწოროპარტიულად არ ვიკეტებით და გაცილებით უფრო ფართო ჭრილში ვხედავთ დემოკრატიას. ეს მახარებს, მომწონს და მივესალმები“,- დასძინა ბესელიამ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ „ამას არ გამორიცხავდა“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უმჯობესია, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ან ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი.
„ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეძლებს პირველსავე ტურში გამარჯვებას. გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


