უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 აპრილი, 2017 13:30
font-size

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულის მონახულების შემდეგ მისი ინტერესების დამცველმა, მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.

მისივე ითქმით, მამა კახაბერი ეწვევა საპატიმროში დეკანოზს და აზიარებს მას.

,,გუშინ და გუშინწინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებთან გასაუბრების შემდეგ, არასახარბიელო იყო. მოგეხსენებათ, მას გული ნაოპერაციები აქვს და ხერხემალზეც გარკვეული პრობლემები აქვს. ამის გათვალისწინებით, ასევე, ექიმების და ციხის ადმინისტრაციის ძალიან დიდი მონდომებით და იმ ინფორმაციით, რომ საპატრიარქო მზად არის და მამა გიორგის ინახულებს მამა კახაბერი, გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გადასხმების და მთელი რიგი სამედიცინო პროცედურების შემდეგ მამა გიორგიმ შიმშილობა შეწყვიტა’’, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი