სამართალი
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის სხდომა დატოვა
ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დეკანოზმა განცხადება სხდომის დაწყებამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ სხდომას იმიტომ ტოვებს, რომ უკმაყოფილოა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით.
„ვარაუდების გამო ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება და სასჯელის მისჯა არ შეიძლება. საქმის შესწავლისას ნახავთ, რომ მე არავის მკვლელობას არ ვგეგმავდი. არ უარვყოფ, რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული შორენა თეთრუაშვილის თხოვნით. სამწუხაროა, რომ სასამართლოზე ეს მან უარყო. უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას და პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო სხდომას“, -აღნიშნა მამალაძემ.
დღეიდან ე.წ ციანიდს საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო იწყებს. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, პირველი ინსტანციის განაჩენის კანონიერებაზე იმსჯელებს.
საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


