სამართალი
დეკანოზის საქმეში ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს- ჯარჯი წიკლაური
ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგის ადვოკატები ბრალდების მხარის შაუმდლგომლობის დამახინჯებას ცდილობენ.
„უკვე მერამდენედ, ადვოკატების მხრიდან ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ. ეს არის ახალმოგონილი სიცრუე და ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ეს ადვოკატმა ხელოვნურად დაამახინჯა“, - განაცხადა პროკურორმა ადვოკატ გიორგი ფანცულაიას გამოსვლის პასუხად, რომელმაც ბრალდების მხარე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით დაშანტაჟებაში დაადანაშაულა.
პროკურორმა ასევე უპასუხა კითხვას დეკანოზის დაკავებასთან დაკავშირებითაც.
„მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა კანონიერად და შენიშვნა მას არ ჰქონდა. ეს ნახა მოსამართლემაც. ბრალდებული ყოველ სხდომაზე ახალ ინფორმაციას იგონებს და ეს მისი სტრატეგიაა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი მტკიცებულებები“, -განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


