სამართალი
დეკანოზის ადვოკატი ირაკლი მამალაძეს პროვოკაციაში ადანაშაულებს
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა.
სასულიერო პირის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის სრულად უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს.
დაცვის მხარე ასევე მოითხოვს, გასაჯაროვდეს ფარული ჩანაწერის სრული ვერსია.
ადვოკატის აზრით, ვიდეომასალით არ დასტურდება დეკანოზის ბრალეულობა, მისივე თქმით, პროკურატურის მოწმე, ირაკლი მამალაძე დასმული შეკითხვებით გიორგი მამალაძის პროვოცირებას შეგნებულად ახდენდა.
"თვალთვალის და მიყურადების ფონზე მყოფი ადამიანის ის ვერ დაადგინეს, სად შეიძინა და ის დაადგინეს, რომ ქალბატონი თეთრუაშვილის მოკვლა ჰქონია განზრახული? ადამიანი როდესაც კითხვა პასუხის რეჟიმშია, კარგად უნდა დავუკვირდეთ, ვისგან ისმევა ციანიდზე კითხვები და მერე ვისგან რა პასუხს ღებულობს და რას სთავაზობს. სპეციალურად სვამდა ასეთ შეკითხვებს. პროვოკაციებს მე არ ვაფასებ, ეს არის პროკურატურის საქმე’’, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


