პოლიტიკა
დეკანოზის ადვოკატები ცდილობენ, საჯაროდ შექმნან მოლოდინი, რომ გიორგი მამალაძეს გაამართლებენ - ე.ეწ. „ციანიდის საქმის“ პროკურორი
ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე ადვოკატები დასკვნითი სიტყვით გამოვიდნენ, რომელმაც რამდენიმე საათი გასტანა. საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის შეფასებით, დაცვის მხარემ ყველაფერი დაიყვანა „ოქრომჭედლის ვერსიამდე“, ასევე ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ ერთ მოწმეს.
წიკლაურმა აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ცდილობენ, შექმნან ფონი, თითქოს მისი გამართლების შანსი არსებობს.
„6 ადვოკატის მრავალსაათიანი გამოსვლა ე.წ. დასკვნითი სიტყვით საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა მათი გამოსვლა ერთ მარტივ უაზრო ვერსიამდე დაიყვანება, რასაც ე. წ „ოქრომჭედლის ვერსია“ ჰქვია. ადვოკატების გამოსვლა არის იმის მცდელობა, თითქოს ბრალდებული შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს და ამაში სურთ, დაარწმუნონ მოსამართლე. ასევე, არის მცდელობა, ბრალდებული წარმოაჩინონ თითქოსდა უსამართლობის მსხვერპლად. ისინი კარგად ხვდებიან, რომ დადასტურდა ბრალდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს და ეს მათგან მოსალოდნელიც იყო.
მათი დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობოდა მტკიცებულებებს, არგუმენტებს და კონკრეტულ გარემოებებს. მათ მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდათ, მაშინ როცა ჩვენ ასზე მეტი ადამიანი დავკითხეთ. ისინი მხოლოდ დისკრედიტირებული და არასანდო მოწმის- ფირცხალავას ჩვენებას ეყრდნობოდნენ, რომელიც ამ საქმეში არაფრისმომცემია. სიმართლე გითხრათ, არც გვქონია მოლოდინი, რომ რაიმე არგუმენტებს შემოგვთავაზებდნენ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ეს არ არის მთავარი, რადგან როცა ადამიანს მკვლელობის მომზადებას ვედავებით, მთავარია რისთვის უნდოდა და რა მიზნით მიჰქონდა ციანიდი. აი, ეს შეკითხვა უნდა დავსვათ. ამ შეკითხვაზე პასუხი თითქმის გაცემულია და გამამტყუნებელი განაჩენით ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით“, - თქვა პროკურორმა სხდომის შესვენებაზე.
დღეს ასევე საბოლოო სიტყვით გამოვა გიორგი მამალაძე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


