სამართალი
დეკანოზი იღებს მხოლოდ წყალს და უარს ამბობს გულთან დაკავშირებული მედიკამენტების მიღებაზე - ადვოკატი
დეკანოზი გიორგი მამალაძე იმ მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს გამოწერილი, - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. რამიშვილი ასევე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძე მარხულობს და წყლის გარდა მისი კვების რაციონში არაფერი არ შედის.
”ნამდვილად შიმშილობს, არის სუსტად და რომ შეხედავ, წონაშიც აქვს დაკლებული. მასთან შედის ყოველდღიურად დოკუმენტი, რომელსაც აწერს ხელს, რომ საკვებზე უარს ამბობს და იღებს მხოლოდ წყალს. მან ჩემს თვალწინ მოაწერა ხელი მედიკამენტების მიღებაზე უარს. უარს ამბობს იმ მედიკამენტების მიღებაზე, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს დანიშნული”, - განაცხადა რამიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


