სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს და არა მძიმე მარხვაზე იმყოფება - გიორგი ფანცულაია
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს და არა მძიმე მარხვაზე იმყოფება.
ამის შესახებ ფანცულაიამ „ტვ პირველის“ ეთერში, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის მიერ შესაბამისი შინაარსის ვარაუდის გამოთქმის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი ფანცულაია აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც იურისტისთვის, სამართალმცოდნესთვის - ეს შიმშილობაა, თუმცა შესაძლოა სასულიერო პირები ამას მძიმე მარხვას უწოდებენ.
„მე როგორც ადვოკატი, სამართალმცოდნე ამას შიმშილობად ვაფასებ. თუ სასულიერო პირები, მათი გადასახედიდან აფასებენ ამას როგორც მკაცრ მარხვას, რა თქმა უნდა, მათ ამის ლეგიტიმური უფლება აქვთ. მაგრამ მე როგორც იურისტი ვამბობ რომ ეს არის შიმშილობა. ჩემთან მამა გიორგი მამალაძე ამბობს, ის შიმშილობს. ეს მას დაფიქსირებული აქვს წერილობით. ეს მე წერილობით ჩამბარდა, რომ ის შიმშილობს“,-აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა შიმშილობა დაიწყო.
რამიშვილის თქმით, დეკანოზის ერთადერთი მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


