სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს - ადვოკატი
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
”მამაოს პოზიცია არის ის, რომ როცა შეძლებს საუბარს, ისაუბრებს კომპლექსურად. ის ასევე ამბობს, რომ არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები, თუნდაც იმისთვის, რომ მან მისცეს ჩვენება და ისაუბრებს ბრალდებებზე, ყველაზე მინიმუმ შესაბამისი იერარქიული პირებისგან სჭირდება კურთხევა. იმედი მაქვს, რომ სასულიერო პირებთან უახლოეს მომავალში შეძლებს კომუნიკაციას”, - განაცხადა ფანცულაიამ.
ამასთან, დაცვის მხარე მოითხოვს პროკურატურამ გააუქმოს გაუთქმელობის პირობა. ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს იმ დეტალებზე, რომელიც შეეხება სახალხო დამცველის დღეს გაკეთებულ განცხადებას.
”მე რომ ვითხოვ პროკურატურისგან გაუთქმელობის პირობის გაუქმებას, ვითხოვ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი სათქმელი გვაქვს. სახალხო დამცველის განცხადებას რაც შეეხება, ამის დადასტურება არ შემიძლია, თუმცა სახალხო დამცველი ტყუილად არაფერს ამბობს. შესაბამისად, მე სახალხო დამცველის ნათქვამს არაფერში ვეწინააღმდეგები, შინაარსობრივად ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა გეტყვით, რომ უამრავი სათქმელია, მაგრამ ინფორმირება არის ცალმხრივად და სწორედ ამიტომ გვაქვს პროკურატურისგან ასეთი მოთხოვნა. ჩვენ გვინდა პროკურატურასთან თანამშრომლობით დადგინდეს სიმართლე. სიმართლე ნამდვილად არ არის ის, რისი ტირაჟირებაც ხდება. ჩვენი სიმართლე რადიკალურად სხვა არის, ჩვენი სამართალი აბსოლუტურად სხვა არის, ამაში ბევრი რამეა ნაგულისხმები. იქამდე სანამ პროკურატურის ნებართვა არ იქნება, ვერ ვსაუბრობ დეტალებზე, მათ შორის პროცედურულ დარღვევებზე”, - განაცხადა ადვოკატმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


