სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით დღეს ისარგებლებს
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა და მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვით დღეს ისარგებლებს.
ამის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
როგორც დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნით სიტყვაში დეტალურად იყო მოყვანილი ის ფაქტები, რომლებიც გიორგი მამალაძის უდანაშაულობას ადასტურებს.
„ის, რომ გამოძიება თავიდანვე იყო არაობიექტური და უსამართლო, გარკვეულწილად ხაზს უსვამდა, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს ჰქონდათ პირადი ინტერესი გიორგი მამალაძის მიმართ. იგულისხმება პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი და ამ პირიდან გამომდინარე ჯგუფი. მამალაძის საქმე იყო დაგეგმილი გარკვეული პირების მიერ, ყველანაირად მორალური სტანდარტებიდან გასული, თითქოსდა დანაშაულის აღმოფხვრა მოხდა, რომელიც არ არსებობდა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანენ და არ დაექვემდებარებიან გარეშე პირების გავლენებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


