უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 თებერვალი, 2017 15:15
font-size

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრას სთხოვს

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრას სთხოვს.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ბრალდებულს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს.

"გუშინ გაცხადდა, რომ მამა გიორგი დუმილს არღვევს და ის მზად არის ჩვენება მისცეს სრულყოფილად. მამა გიორგი დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, რომ თუ იქნება შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ყველაფერი უთხრას პატრიარქს. თუ პატრიარქი ვერ შეძლებს, ის ელოდება წმინდა სინოდიდან სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და დეტალურად მოუყვეს, რასთან არის რეალურად საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ საუბარს ნანა კაკაბაძის მხრიდან, უპრიანი იქნება თუ იქნება მამა პეტრე. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი. ის არის სასულიერო პირი და სურვილი აქვს, პირველ რიგში, ინფორმაცია მიაწოდოს საპატრიარქოს.

ჩვენ პარალელურად მივმართავთ პროკურორებს დაკითხვისთვის, თუმცა ამავდროულად, გვინდა პასუხი საპატრიარქოსგან, თუ რა პოზიციაზე იქნებიან", - განაცხადა ადვოკატმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი