სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე მზად არის, წმინდა სინოდის წევრებს პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული შეთქმულების დეტალებზე უამბოს - ადვოკატი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე მზად არის წმინდა სინოდის წევრებს შეხვდეს და პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული შეთქმულების დეტალებზე უამბოს.
ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მსჯავრდებული დეკანოზი მის ადვოკატებს ხვდება. მას შემდეგ, რაც დეკანოზი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მოინახულა მას ადვოკატები პირველად შეხვდებიან.
როგორც მატროსოვის ციხეში შესვლამდე ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მას მსჯავრდებული დეკანოზი ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელი იქნება.
„შესული იყო მეუფე გრიგოლი და მეუფე ილარიონი თუ არ ვცდები, ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით. რასაც ჩათვლის მამა გიორგი საჭიროდ აბსოლუტურად ინფორმირებული ვიქნები.
ციანიდის საქმე რა თქმა უნდა ერთ-ერთი გეგმა იყო, ეს იყო მიზანმიმართული, რომ ამ ფორმით ჩამოეშორებინათ მათთვის არასასურველი სასულიერო პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ დავალებებს“-აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, ხობის და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ კონკრეტული საჯარო პირები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს "სახლში წასვლასა" და დასვენებას ურჩევდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


