სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხეში სინოდის წევრებმა მოინახულეს
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხეში სინოდის წევრებმა მოინახულეს.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზთან ამერიკის ეპარკიიდან მეუფე საბა და მეუფე ნიკოლოზი იმყოფებოდნენ.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ორივე ეპისკოპოსს, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჯანსაღი შეხედულება გააჩნია.
"ეს გახლდათ ამერიკის ეპარქიიდან მეუფე საბა, მეუფე ნიკოლოზი. ეს მათი პირველი შეხვედრაა. იყო გარკვეულ საკითხებზე საუბარი და გარკვეული პოზიცია და გარკვეული შეხედულებები ორივე ეპისკოპოსს გააჩნია ძალიან ჯანსაღი. ალბათ უპრიანი იქნება რომ ამ კითხვებზე და ამ საკითხზე პირადად თუ გასცემენ პასუხს. როდესაც არიან გარკვეული სასულიერო პირები, რომელიც ჯანსაღად აღიქვამენ რეალობად ეს პოზიტივად შეიძლება ჩაითვალოს და ჯანსაღ აზროვნებად. მე არავის აზროვნებას არ ვუწუნებ, ყველას პატივს ვცემ და შესაბამისად მათ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელზეც დეტალურად იყო საუბარი,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძის დაკავების პირველ ეტაპზე, საპატრიარქოს წარმომადგენლების და წმინდა სინოდის წევრების პოზიცია საქმეზე, პროკურატურის პოზიციის იდენტური იყო.
"როდესაც თავიდან მამა გიორგი იყო დაპატიმრებული, წმინდა სინოდის წევრებთან ერთხელ მოხდა შეხვედრა და მათი პოზიცია იყო იდენტური პროკურატურის,"-განაცხადა რამიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


