სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებას ჩვენებას აძლევს
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებას ჩვენებას აძლევს.
პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდნენ.
ადგილზე იმყოფებიან ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებიც.
როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაკითხვსი დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგი მამალაძის ჩვენების საფუძველზე მის მიმართ წაყენებული ბრალის საფუძვლები რადიკალურად განსხვავებული იქნება.
“მამა გიორგი იძლევა იმ ჩვენებას, რისი მიცემაც მას სურს, ის არაფრის შეცვლას არ აპირებს და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული იქნება ამ ჩვენების საფუძველზე მის მიმართ წაყენებული ბრალის საფუძვლები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ შეაფასებს მტკიცებულებებს პროკურატურა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თავის მხრივ, პროკურატურა დაცვის მხარეს სპეკულაციაში ადანაშაულებს. საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ ადვოკატებმა ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხეს, თითქოს გამოძიება დაკითხვის პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.
„თუ ადვოკატისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მას თავად შეეძლო გამოეკითხა ბრალდებული და ჩვენება წარედგინა გამოძიებისთვის,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
წიკლაური თქმით, ბრალდებულმა დეკანოზმა არა ერთხელ აარიდა თავი ჩვენების მიცემას. მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძე იმიზეზებდა არაერთ ფაქტს, რათა თავი აერიდებინა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისგან.
საქმის პროკურორის განცხადებით, დეკანოზს 5-ჯერ შესთავაზეს ჩვენების მიცემა, რაზეც უარი თქვა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


