სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ადასტურებს, რომ ციანიდი ჰქონდა - უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ადასტურებს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ციანიდი ჰქონდა.
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული დეკანოზის თქმით, ჩხრეკის დროს ხელჩანთაში ციანიდი ვერ აღმოუჩინეს.
ომბუდსმენის თქმით, უამრავი კითხვის ნიშანია და აუცილებელია აღნიშნული საქმის დამოუკიდებელი გამოძიება.
„მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რათა ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ ეს უფლება წართმეული აქვთ. თვითონ არ ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ციანიდი, ისევე როგორც არ ადასტურებს, რომ მას ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს ხელჩანთაში ციანიდი.
მე არ მინახავს დოკუმენტი, თუმცა თვითონ აცხადებს, რომ არანიარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე საუბარი იქ არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, თუ რას ეხება საქმე“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


