სამართალი
დეკანოზ მამალაძეს ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა - პროკურორი
ე.წ. მატროსოვის ციხეში მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა.
სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა.
„ფაქტობრივად, მას ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა, თუ, რა თქმა უნდა, დღესაც რაიმე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს საგამოძიებო მოქმედებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, ადრე თუ გვიან, მას მოუწევს ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ყველა შეკითხვას უპასუხოს ამომწურავად და სწორედ ამ მიზეზით ვხვდებით დღეს მას. შეკითხვები არის ძალიან ბევრი, როგორც ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიება-შეძენის თაობაზე, ასევე ბევრი სხვა თემა არის, რაზეც დღეს უნდა დაისვას შეკითხვები,“ - განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი დაკითხვის განახლებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


