უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 მარტი, 2017 18:00
font-size

დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

დაკავებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა.

პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა და მიზეზად საქმეში არსებული საიდუმლო მასალები დაასახელა.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა გიორგი მამალაძემ. მან განაცხადა, რომ სურს სხდომა ღია და საჯარო იყოს. სავარაუდოდ, სხდომა გადაწყვეტილების გამოცხადების ნაწილში გაიხსნება.

ამასთან, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დეკანოზის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას აყენებენ.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ახალი გარემოებები და დამატებითი მტკიცებულებები აქვთ, რომელიც გიორგი მამალაძის უდანაშაულობაზე მიუთითებს.

პროკურორი ზვიად გუბელაძე კი ამბობს, რომ ბრალდების მხარე პატიმრობის გაგრძელებას მოითხოვს. მისი თქმით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად გამოძიება მიმდინარეობს და დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა ამ პროცესს ხელს შეუშლის.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელებაზე დაკმაყოფილდა და საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი