სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი უახლოეს სხდომაზე, თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ გავა განსახილველად - ზვიად ქორიძე
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც კომისია პენიტენციური დაწესებულებიდან თავად მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციას მიიღებს.
მისი თქმით, დეკანოზის შეწყალების თაობაზე მიმართვა კომისიაში დღეს შევიდა.
„დღეს შემოვიდა განცხადება დეკანოზის შეწყალების თაობაზე, რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა. განცხადება ელექტრონულად აიტვირთება და შემდეგ, რამდენიმე დღეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საპატიმრო დაწესებულებაში მოთხოვნა გაიგზავნება, სადაც უშუალოდ მსჯავრდებულმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალების მოთხოვნას.
შეწყალების პროცედურის დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტმა, აუცილებელია თავად მსჯავრდებულის თანხმობა. როცა ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტაციას დაწესებულებიდან, რომელიც მომზადდება სპეციალური ცნობის სახით შეწყალების კომისიისთვის, საკითხი უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად“, – განმარტა ქორიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით დღეს მიმართეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


