სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატებმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენეს
სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატებმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე აღარ არსებობდა ის საფუძვლები, რის გამოც სახაზინო ადვოკატები საქმეში ჩაერთვნენ, კერძოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებების დაცვას კვლავ მისი ადვოკატები ახორციელებენ.
მეხრიშვილის განმარტებით, ამ საფუძვლებით ორივე სახაზინო ადვოკატმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში მათი მონაწილეობა საჭირო იყო და ასევე ბრალდებულის მოთხოვნით ისინი მისი ინტერსების დაცვას გააგრძელებენ.
”ამის შემდეგ ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ პროცესი გადადებულიყო და მოგვცემოდა დრო, რათა გავცნობოდით სრულფასოვნად საქმის მასალებს და განვახორციელოთ ბრალდებულის დაცვა. საქმის მასალები არის მრავალტომიანი, არსებობს უამრავი აუდიო, ვიდეომასალა, რომელსაც ვერ გავეცანით იმ დროში რა ვადაც მოგვეცა აქამდე”, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


