სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება
შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა,- განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა.
მისი თქმით, ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დღეს განახლდება, ვინაიდან შესაბამისი პროცესის გუშინ დასრულება ვერ მოხერხდა.
”დაკითხვა შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, რადგან ჯერ არ დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რაღაცას აეხადოს ფარდა. თემები არის ძალიან ბევრი და საინტერესო. ამასთან, დეკანოზმა გუშინ განაცხადა, რომ კითხვების ნაწილს მას შემდეგ გაეცემა პასუხი, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოება იქნება დაცული”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, 13:00 საათისთვის განახლდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


