უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ივლისი, 2017 15:30
font-size

დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესი უნდა გაიხსნას - ადამიანის უფლებათა ცენტრი

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ სასამართლო სხდომების დახურვის ლეგიტიმურ მიზანს, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამაინის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ იცავს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს და ახორციელებს სასამართლო პროცესის მონიტორინგს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების მთლიანი დახურვა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.

,,ბრალდების პირველივე მოწმემ მხოლოდ საკუთარ ვარაუდებსა და ეჭვებზე დაფუძნებული ჩვენება მისცა სასამართლოს. ამასთან, მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის მიმართ გაჟღერებულ იქნა ბრალდება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოები თავად უნდა დაინტერესებულიყვნენ, რა სახის ინფორმაციას ფლობს და რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს საკუთარ ბრალდებას მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა. ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, მოწმე ირაკლი მამალაძე წლებია, უსაფრთხოების აგენტია და მისი ფსევდონიმია - ,,პრესა.’’

მიუხედავად პროკურატურის წინააღმდეგობისა, სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების სამართლიანი მოთხოვნა და მოწმედ დაიკითხება მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ ირაკლი ფირცხალავა, როგორც მსჯავრდებული, ვერ იქნებოდა სასამართლოსთვის სანდო მოწმე. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა.

ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობს, მოწმეთა მხრიდან არ გაჟღერდეს ბრალდებისთვის არასასურველი ინფორმაცია. არაერთხელ იყო მცდელობა მოწმეთაგან განერიდებინათ დაცვის მხარის შეკითხვები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და პირდაპირ უკავშირდებოდა მოწმის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას ან უარყოფას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთი უწყების წარმომადგენელმა მოწმეებმა, რაც ეხებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს, დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე აშკარად ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცეს. ამასთან საქმეზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს თუ რატომ არ მოხდა დეკანოზის ბარგის ჩხრეკა საერთაშორისო აეროპორტშივე. ასევე დაკითხულ იქნენ გამომძიებლები, რომლებმაც ასევე ვერ ახსნეს, თუ რატომ არ ჩატარდა დეკანოზის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იარაღზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ან რატომ არ იქნა აღებული დნმ-ის კვალი, თუნდაც იმ ვერსიის გადასამოწმებლად, როდესაც გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ იარაღი შესანახად მას მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა.

დღეის მდგომარეობით, დაკითხულია საპატრიარქოს დაცვის სამსახურის რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ ხშირად ეხმარებოდა მამა გიორგი მამალაძე, ასევე დაადასტურეს, რომ მათ გერმანიაში საკუთარი ხარჯით უხდებოდათ კვება. ბრალდების მიერ მოყვანილმა მოწმეებმა ჯვარედინი დაკითხვისას ასევე დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელფასი მისი ,,წმ.იოაკიმესა და ანას’’ სახელობის კლინიკის დირექტორად დანიშვნისთანავე რამდენიმეჯერ შემცირდა, ვინაიდან კლინიკა სავალალო ფინანსურ და მატერიალურ მდგომარეობაში იყო.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესების დახურვა თავისთავად არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის გაზრდას. იმ პირობებში, როდესაც სასამარლო სხდომების დახურვას წინ უძღვოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხმაურიანი დაკავება და გაურკვეველი ბრალის წარდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და შემდეგ ბრალის დამძიმება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეუძლია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლო სხდომა მხოლოდ ნაწილობრივად დახუროს’’, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს, რომ რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიხსნას.

,,სასამართლოს აქვს პროცესუალური შესაძლებლობა კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევისას, რაც შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას მესამე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ, ნაწილობრივად დახუროს სხდომა და დაიცვას მათი ინტერესები. სწორედ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის ამაღლებას’’, - ნათქვამია ოპრგანიზაციის განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი