სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურისგან საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულობა მოხსნას ითხოვს
მაღალი რანგის სასულიერი პირის მოწამვლის დაგეგმის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურისგან საქმეზე საჯარო საუბარის აკრძალვის მოხსნას ითხოვს, რათა მას საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულობა მოეხსნას.
გიორგი ფანცულაია მთავარი პროკურატურისგან იმ შეზღუდვის მოხსნას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, მას საქმეზე საჯარო საუბარი ეკრძალება.
ოფიციალური წერილობითი მოთხოვნით ადვოკატი საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართავს.
ადვოკატის თქმით, პროკურატურა საქმეზე ცალმხრივად ახდენს დეტალების ტირაჟირებას და მას არგუმენტებით დაპირისპირების შესაძლებლობა არ გააჩნია.
„დღესაც მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ გამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე, როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენც ვუთხრათ ჩვენი სიმართლე,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


