სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
დაცვის მხარე ითხოვს, გაუქმდეს პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში ცნეს დამნაშავედ.
„სამწუხაროდ, მივედით იმ ეტაპზე, რომ უზენაეს სასამართლოში დაგვჭირდა საკასაციო წესით გასაჩივრება. ჯერ გვსურს, რომ მიიღოს საქმე წარმოებაში და დანიშნოს ზეპირი განხილვა. რომ გითხრათ მოლოდინით და იმედით ვართ-თქო, ასე ნამდვილად არ არის. პირველი და მეორე ინსტანცია მოექცა გავლენის ქვეშ ამ საქმეზე. ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის, არ გვაქვს ქართული მართლმსაჯულების იმედი“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყეტილება ძალაში დატოვა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


