სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასულიერი პირის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ
ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასულიერი პირის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს. გარდა ამისა, ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს.
მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნას მისი დაყენების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
,,უკვე 72 საათში ჩვენ მხარეები მიწვეული უნდა ვიყოთ, რომ განვიხილოთ და ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ რამდენად საჭირო არის და რამდენად მიზანშეწონილია მამა გიორგის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი და უკეთესი იქნება, თუ ამ ჩვენ პოზიციას პროკურატურაც დაეთანხმება, მოსამართლეც დააკმაყოფილებს ჩვენ მოთხოვნას და მამა გიორგი არ იქნება წინასწარ პატიმრობაში’’, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


