სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ
მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს საუბრისას განუცხადა, დეკანოზის უფლებადამცველები ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.
„საქართველოში არ არსებობს სასამართლო, ის არის გარდაცვლილი. ქვეყანაში არ არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები. დღევანდელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმ შეკვეთის გაგრძელება, რომელიც პროკურატურაში დაიწყო და საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა. დღეს კოპირება გაუკეთეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. მინდა ვთქვა, რომ თუ პირადი ინტერესი არსებობს, სამართალი ვერასოდეს იზეიმებს და ყველაფერი კეთდება, რათა მოერგოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში.
გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


