სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
მამა გიორგის მამალაძის ადვოკატები, დღეს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
19 მაისს, ე.წ ციანიდის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა და იგივე ქმედებისკენ ადვოკატებსაც მოუწოდა.
მამა გიორგი მამალაძის უკმაყოფილება მოსამართლის გადაწყვეტილება გამოიწვია, რომლის მიხედვით, საქმეზე ყველა პროცესი, დახურულ რეჟიმში წარიმართება. ადვოკატების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, მოსამართლემ დეკანოზის უფლებების დამცველები გააძევა, და მამა გიორგის მომდევნო პროცესზე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.
„მოსამართლემ განკარგულება მიიღო ჩვენი გამოძევების თაობაზე. ჩვენ მოსამართლის ამ განკარგულებას ვავასაჩივრებთ“,-აღნიშნა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
გარდა ამისა, დეკანოზის უფლებების დამცველები, საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, დეკანოზ მამალაძითვის 50 მილიონი ევრო უნდა გადმოერიცხათ.
„საპატრიარქოს ადვოკატმა, ბატონმა ედიშერ ქარჩავამ, გააღღერა 50 მილიონიან ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მხოლოდ საპატრიარქოშია და ვისთან არის არ ვიცი. მაინტერესებს, უბრალოდ რა თემაზეა, და რა შეიძლება ამის უკან იმალებოდეს“,-აღნიშნა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


